გარდაბანში მცხოვრებმა აბიტურიენტმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, 7ივლისს ეროვნული გამოცდა დაწერა

გარდაბანში მცხოვრები აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, 7ივლისს რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი გამოცდაზე შესვლის დროს აბიტურიენტს ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. კორონავირუსი მოზარდს  დღეს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით,  ის აბიტურიენტები, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ერთ საგამოცდო სექტორში ისხდნენ, საკარანტინე სივრცეში გადაჰყავთ.

ცნობისთვის, დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ბებიას და შვილიშვილს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები