დმანისში “შაქრიანი დიაბეტის პრევენციისა და მართვის გაუმჯობესების“ პროექტის შედეგები განიხილეს

“შაქრიანი დიაბეტის პრევენციისა და მართვის გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან – გიორგი ტატუაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები.

პროექტის კოორდინატორის, მზია დევნოზაშვილის თქმით, პროექტმა მოიცვა დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და გამოვლინდა დიაბეტისა და პრედიაბეტის 1000-მდე შემთხვევა.

პროექტი ივლისის ბოლოს მთავრდება და მუნიციპალიტეტის მერია მზადაა გააგრძელოს დიაბეტის პრევენციის პროექტი საკუთარი ჩართულობით.

შეხვედრას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი – მეგი ედიბერიძე  ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები