თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბუნებრივი აირით იქნება უზრუნველყოფილი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილე – მანუჩარ რობაქიძესთან ერთად, შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” იმერეთის რეგიონალური ოფისის თერჯოლის სერვის ცენტრის მენეჯერ – გიგა ზაუტაშვილთან შეხვედრა გამართა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ განსახორციელებელი სამუშაოები განიხილეს, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მთლიანად იქნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი.

“ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ სოფლებში: ჩიხორში, შიმშილაქედსა და გოგნში გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და აბონენტების ქსელზე დაერთება უახლოეს მომავალში დაიწყება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ სოფელ სეფარეთს, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები