კონსტანტინე თავზარაშვილი: სოფელ ციცაგიანთკარში მალე სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყობა

სოფელ ციცაგიანთკარში მალე სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყობა – ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გააცნო.
„სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მიმდინარეობს. შესყიდვის ღირებულება 358 844 ლარია. საპროექტო დოკუმენტაცია USAID-ის ,,ზრდა“ პროექტმა მოამზადა და გორის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, ასევე, რომ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დიდი ნაწილის (87%) მოპოვებაშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას USAID-ის პროექტი “ზრდა” დაეხმარა. პროექტმა დაფინანსება ეუთოს მხარდაჭერით იტალიის რესპუბლიკისგან მიიღო. გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო USAID-ის პროექტის “ზრდა“, ეუთოსა და იტალიის რესპუბლიკის მიმართ.“ – აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი ხარისხიან სასმელ წყალს მიიღებს.
ადგილობრივები გასული წლის 80 – იან წლებში მოწყობილი, ამჟამად უკვე ამორტიზებული სასმელი წყლის სისტემით სარგებლობენ. შედეგად მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები