მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქერის და ხორბლის მოსავლის აღება ფერმერებმა ივნისის თვიდან დაიწყეს, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის კი მათ მოსავალი დაბინავებული უნდა ჰქონდეთ.
დღეის მონაცემებით, მთავრობის ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებმა 149 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 258 ტონა ქერის მოსავალი აიღეს.მოსავლის აღების პროცესს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძე დაესწრო.
მხარის რწმუნებული დაინტერესდა სარგებლობენ თუ არა ფერმერები სახელმწიფო პროგრამებით,რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში კორონა ვირუსის პანდემიის დროს შეიმუშავა. აღმოჩნდა,რომ ფერმერებმა ხელისუფლებისგან როგორც შხამქიმიკატები ასევე შეღავათიან ფასებში საწვავიც მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები