სოფელ კისისხევში ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი გზა რეაბილიტირდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება 550 მეტრის სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,როუდ სოლუშენი,, ახორციელებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 379 973 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები