გარდაბანში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გარდაბანში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც „რეგიონულ კვირას“ გარდაბნის მერიაში განუცხადეს ინფიცირებულები ბების და შვილიშვილი არია.
მათი განმარტებით, ორივე მათგანი ამ ეტაპზე თბილისში „ბოჭორიშვილის“ კლინიკაში არიან გადაყვანილი.
„ინფიცირებული ქალი გუშინ შეიყვანეს გარდაბნის „ჯეოჰოსპიტალში“. სწრაფი ტესტის საშუალებით დაუდგინდა კორონავირუსი, თუმცა განმეორებითი ტესტიც ჩაუტარდა და ბებიას და შვილიშვილის საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. დღეს დილით მივიღეთ პასუხები და ორივე მათგანს დაუდგინა კოვიდინფექცია. პაციენტები უკვე გადაიყვანეს თბილისში, „ბოჭორიშვილის“ კლინიკაში”, – განაცხადეს გარდაბნის მერიაში.