იტალიური კალიის საწინააღმდეგოდ, კახეთში 15 ათასი ჰექტარია დამუშავებული

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს და დღეისათვის 15 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვასა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

“სურსათის ეროვნული სააგენტო საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ატარებს. კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში უკვე 35 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. აგრეთვე, მონიტორინგისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება ტრანსასაზღვრო კვლევები საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები