აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 633 ლაბორატორიული კვლევა.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 40 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 25 996 პირს.
დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2313 პირი. კარანტინი დატოვა 9873-მა პირმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები