პრემიერი: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მედიის თვალსაზრისით საფრთხეს არ წარმოადგენს”,-ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რადგან ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ კანონი არ ეხება მედიას.
„საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა გახარიამ.