გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: სახელმწიფოს და პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოების ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი
“საგამოძიებო ორგანოების ამოცანაა, ყველა კითხვას უმოკლეს დროში გაეცეს პასუხი”,-ამის შესახებ გიორგი გახარიამ ასურეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ტრაგიკული შემთხვევები ყოველდღიურობაში პოლიტიკურ ელფერს იძენს, რაც სამწუხარო რეალობაა.
” მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფოს და პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოების ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. მე თუ კითხვები მიჩნდდება, მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომელიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ახლა, ხელი შევუწყოთ გამოძიებას,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.