ბათუმის ბულვარში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბათუმის მედ-ცენტრში განუცხადეს. ექიმების თქმით, პაციენტს მუცელში ჭრილობა აღენიშნებოდა. ამ დროისთვის იგი პოსტოპერაციული განყოფილების პალატაშია მოთავსებული.
“პაციენტი კლინიკაში 9 ივლისს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 21 საათსა და 55 წუთზე შემოიყვანა. აღენიშნებოდა მუცლის წინა კედლის ჭრილობა. ორგაბოები არ ჰქონდა დაზიანებული. ჩაუტარდა ოპერაცია, ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე” -განაცხადეს კლინიკა მედ-ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 17 წლის მოზარდი ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტის წინ ადგილი ჰქონდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას.
შს სამინისტროს ინგორმაციით ფაქტზე გამოძიება 117 მიხლით მ8მდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები