ბათუმის ბულვარში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება. მედიკოსების თქმით, ახალგაზრდას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. პაციენტი ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მიიყვანა. შემთხვევა ბულვარის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრთან მოხდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.