რუსთავში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ეტლით მოსარგებლე ემსხვერპლა

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს 45 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ეტლით მოსარგებლეა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით, ბენზინი გადაისხა და სახლის კარი ჩაკეტა.
ხანძარი ახლომდებარე ბინებშიც გავრცელდა რისი შედეგადაც არიან დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე რჩება სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები