რუსთავში ჯგუფის “გავიგუდეთ” აქტივისტებმა გარემოსდაცვითი კანონპროექტის განხილვის გადადება გააპროტესტეს
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის “გავიგუდეთ” წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის კანონში ცვილებების კანონპროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე უნდა მიეღო, საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.
აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და მოითხოვდნენ, რომ საქართველოს პარლამენტმა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის კანონში ცვლილებების კანონპროექტი დროულად დაამტკიცოს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.