დუშეთში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ დუშეთში, საკოლამდელი აღზრდის ცენტრის N1, N2 და N3 ფილიალების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი ითვალისწინებს საბავშვო ბაღების შენობებისა და ეზოების განახლებას, სახურავის, კარ-ფანჯრების, იატაკებისა და შიდა და გარე ფასადების რემონტს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა – ზურაბ სეხნიაშვილმა მოინახულა.

“მიმაჩნია, რომ აღნიშნულ პროექტებს ექნება გრძელვადიანი დადებითი ზემოქმედება სოციალურ გარემოზე. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტადარტების მქონე კომფორტაბელური საბავშვო ბაღის შენობებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას” – განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.

მათივე ცნობით, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები