სოფელ ნადარბაზევში გზების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში გზების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე ჯამში 2 532 მეტრია. მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
“ნადარბაზევში გზის ასფალტირების სამუშაოების ღირებულება 784 221 ლარს შეადგენს. გზის აღნიშნულ მონაკვეთებს მსგავსი სახის რეაბილიტაცია ათეული წლებია არ ჩატარებია. სოფელში დაზიანებული საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მძღოლებსა და ქვეითებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.