შუახევის მერმა რწმუნებულებთან შეხვედრაზე სოფლებში არსებული პრობლემები განიხილა

შუახევის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე წარმომადგენლებმა სოფლებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, საზაფხულო იალაღებზე და სოფლებში ელექტროენერგიით უზრუნველყოფის, წერტილოვან ადგილებზე წყლის სისტემისა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების საკითხები.

შუახევის მერმა რწმუნებულებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, დავალება მისცა პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მიტანას, ასევე მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი დავითაძე და მერის მოადგილეები – ომარ ტაკიძე და  რუსუდან შავაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები