თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ, საკრებულოს წევრზე, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებით, გუშინ დააკავეს, განცხადება გააკეთა. თხლაშიძის განცხადებით, აუცილებელია დასკვნები გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდეს.
რაც შეეხება დაკავებული საკრებულოს წევრის, მიხეილ გრემელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას, თხლაშიძის თქმით, გადაწყვეტილება მხოლოდ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოხდება.
“ამ ეტაპაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ამ შემთხვევაში კანონი თვითონ არეგულირებს ყველაფერს და საკრებულოს წევრს შეუწყდება უფლებამოსილება”,- განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.
მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც გუშინ ოჯახური ძალადობის და უკანონოდ შენახული იარაღის საფუძველზე დააკავეს, პარტია – ” პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლიდან ფიქსირდება.