ლაფანყურსა და ფშაველში გარე განათება დამონტაჟდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლაფანყურსა და ფშაველში შიდა საუბნო გზებზე გარე განათება დამონტაჟდა. პროექტის ფარგლებში, გარე განათება ლაფანყურში 6 საუბნო გზაზე, ხოლო ფშაველში 8 საუბნო გზაზე მოეწყო. მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ლაფანყურისთვის 18 000 ლარი, ხოლო ფშავლისთვის 30 000 ლარია გამოყოფილი.