აჭარაში 47 პირის ტესტის პასუხი Covid-19-ზე დღეს გახდება ცნობილი
ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 591 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ცხელების კლინიკებში 47 პირია მოთავსებული, მათი კვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და რეგიონის კოვიდკლინიკაში 5 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს არსებული ინფორმაციით კარანტინში 2 147 პირი იმყოფება.