მცხეთა-მთიანეთში პროფესიულმა სასწავლებელმა მუშაობა განაახლა
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთში არსებულმა პროფესიულმა სასწავლებლებმა მუშაობა განაახლა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასწავლებლის სამივე ფილიალს კორონავირუსის პანდემიის გამო 2 მარტიდან ოთხი თვის განმავლობაში სწავლა შეწყვეტილი ჰქონდა. სწავლის გაგრძელების უფლება საგანმანათლებლო დაწესებულებამ კი მას შემდეგ მოიპოვა, რაც ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
კერძოდ შენობაში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, ასევე უწევთ დეზობარიერის გავლა, სასწავლებლის აუდიტორიებში გამოკრულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ინსტრუქცია, ასევე სასწავლო მაგიდებს შორის დაცულია დისტანცია.
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ კოლეჯის დირექტორთან ერთად დაათვალიერა.