სოფელ ხაიშთან გაჩენილი ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია

სვანეთში, სოფელ ხაიშთან გავრცელებული ტყის ხანძარი ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სრულად მოხერხდა სამი კერის ლიკვიდაცია, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა. დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა. ადგილზე რჩება მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მიმდინარეობს მონიტორინგი.

სვანეთში მუშაობდა ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. სოფელ ხაიშთან 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა ხანძრის ქრობა რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომი ადგილებში. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით.

ასევე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები