თელავის საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

თელავის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” –  მიხეილ გრემელაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის განყოფილების თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს.

უწყებამ საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობის გარდა, კიდევ ორი ბრალდებით – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საკრებულოს წევრი თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს და მათზე ფიზიკურად იძალადა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები