იდლიანში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ იდლიანში, ლებურცხილას მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის აქტიური კერები ლოკალიზებულია, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 20-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

აღსანიშნავია, რომ ტყის ხანძრის ქრობას ამინდმაც შეუწყო ხელი, ვინაიდან, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაწვიმდა.

ცნობისთვის, ტყეში ხანძარი 4 ივლისს გვიან ღამით, სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები