გარდაბნის მუნიციპალიტეტში 8 ბაგა-ბაღის ეზო მოეწყობა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში, საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროცესს, მონიტორინგის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელბი გაეცნენ.
როგორც „რეგიონულ კვირას“ გარდაბნის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა ვახტანგ გაგუამ განუცხადა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში ყველა ლოკაციაზე ეწყობა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, ღობე და სარწყავი სისტემა.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც 2018-2019 წლებში ჩატარდა ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამ ეტაპზე ბაღის ეზოებს უტარდება რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს 8 ლოკაციაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება 1 277 000 ლარი“,- განაცხადა ვახტანგ გაგუამ .
სართიჭალის N2 ბაგა-ბაღის წარმომადგენელმა ნინო ლურსმანაშვილმა „რეგიონულ კვირას“ განუცხადა რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაღებისთვის.
„ჩვენი აღსაზრდელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი,ჩვენი ბაგა-ბაღი ემსახურება 400მდე აღსაზრდელს და ძალიან მოხარულებივართ, როდესაც ჩვენი პატარები დაუბრუნდებიან საბავშვო ბაღს დახვდებათ ძალიან ლამაზი,რაც მთავარია უსაფრთხო და მათი განვითარებისთვის შესაფერისი გარემო“,- განაცხადა ნინო ლურსმანაშვილმა.
სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 277 000 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გია კონსტრაქტმშენი“ ახორციელებს.