ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან – გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ წარმომადგენლებს ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტები მუნიციპალიტეტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე მეწარმეობის განვითარების მხრივ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას.
სამსახურების ხელმძღვანელებმა მიმდინარე სიახლეების შესახებ ისაუბრეს და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.