თბილისში გარდაცვლილი ვახტანგ გულუას ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
6 ივლისს, თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს. მათი განმარტებით, ოჯახს გამოძიებასთან და საქმის ირგვლივ უამრავი კითხვები აქვს.
” შემთხვევა ორშაბათს, ღამის თერთმეტ საათზე მოხდა, შემდეგ სახანძრო მანქანამ შემთხვევის ადგილი მორეცხა, რაც ეჭვს ბადებს, რომ კვალის დაფარვა სურდათ. გარდაცვალების შესახებ მეორე დღეს გაგვაგებინეს”,- ამბობენ გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები.
მათივე თქმით, ადამიანი, ვის გამოც ვახტანგ გულუას მუდმივად საქმეს ურჩევდნენ და ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზები.