ახალციხეში ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციით 55-მდე ადგილობრივმა ისარგებლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უფასო აქცია თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯმა“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განახორციელა.

როგორც მერიის თანამშრომლებმა „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, ადგილობრივების ინფორმირებულობა აღნიშნულ საკითხზე წინასწარ მოხდა. კონსულტაციების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გურამ მელიქიძე და სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – ეკატერინე ორჯონიკიძე გაეცნენ.

აქციის მიზანი კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მათი ქირურგიული მკურნალობაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები