“აღმოაჩინე ის, რაც შენია! “- საგარეჯოს მერია სოციალურ ქსელში ახალ რუბრიკას იწყებს

დღეიდან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე ახალი რუბრიკა –  სოფლის ქრონიკები 2019-2020 იწყება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, რუბრიკა მიზნად ისახავს, მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. პირველი სოფელი, რომლის შესახებაც გვერდზე ინფორმაცია განთავსდა – ხაშმია.

“სოფელი ხაშმი მდებარეობს ქ. საგარეჯოდან 14 კმ -ის დაშორებით; ზღვის დონიდან 770 მეტრზე;

მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს – 1632-ს;

სოფელ ხაშმში, 2019 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები:

 მოეწყო სკოლასთან მისასვლელი ქვაფენილიანი გზა; მოასფალტდა სოფლის შიდა ცენტრალური ქუჩა- პროექტის ღირებულებამ ჯამში 714 097 ლარი შეადგინა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო საუბნო გზებზე გარეგანათების სისტემა; სოფლის ამბულატორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია;​ ხაშმის აგარაკებზე განხორციელდა სასმელი წყლის მოწყობისა და წყალსაქაჩი ტუმბოების მონტაჟი-გარდამავალი პროექტი; სოფლის საჯარო სკოლაში განხორციელდა ელექტროგაყვანილობის სრული რეაბილიტაცია;

2020 წელს დაგეგმილი პროექტები:

სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის ფარგლებში იგეგმება დასასვენებელი სკვერის მოწყობა; სოფლის საჯარო სკოლის სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია; სოფლის შესასვლელი, მთავარი გზის მოწყობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე შეძენილია; სოფლის უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტზე მიმდინარეობს მუდმივი კონსულტაციები და საკითხი მოლაპარაკებების რეჟიმშია (გადაწყვეტილება გაჟღერდება ჩვენი გვერდის საშუალებით); დაგეგმილია დიდი მწერლის – რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. სოფელი ხაშმი ყურძნის განსაკუთრებული ჯიშის- ხაშმის საფერავის წარმოებით გამორჩეული ზონაა, რამაც განაპირობა ადგილობრივი ტურიზმის განვითარება.   დღეისათვის, უკვე რამდენიმე ცნობილი სასტუმრო-მარანი წარმატებით ფუნქციონირებს და ვიზიტორებს მასპინძლობს”,- აღნიშნულია ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები