გორში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობა სრულდება

გორში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობა სრულდება. ამ ეტაპზე, მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

სისტემა ქალაქში არსებულ მწვანე სივრცეების გასარწყავიანებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 477 627 ლარია. სარწყავი სისტემა მოემსახურება ახალბაღს, სტალინის ბაღს, ლომჭაბუკის, თეატრისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერებს, სტალინისა და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ გამწვანების ზოლებს.

სისტემის საშუალებით, წყლით მომარაგდება ქალაქში არსებული შადრევნებიც (სტალინის ბაღი, თეატრის სკვერი, ახალბაღი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შიოს წყაროსთან). პროექტი ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელის მოწყობასა და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები