ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელ გზაზე​ ბეტონის საფარი იგება

ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერის მოვალეობის შემსრულებელმა-  ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილე – მანუჩარ რობაქიძესთან, მერის წარმომადგენელ – იაგო აბჟანდაძესთან, დეპუტატ – ბადრი ბუცხრიკიძესთან ერთად სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

“სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, გამოყოფილი 315 790 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეკა” აწარმოებს. პროექტი გარდამავალია და საერთო ჯამში 1,7 კმ გზის მოწყობაზე 531 790 ლარი დაიხარჯება. ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელ გზაზე, რომლითაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ბეტონი პირველად იგება. გზა ამორტიზებული იყო და ადგილობრივი მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები