გორთან , ცენტრალურ ავტობანზე ევაკუატორს ცეცხლი გაუჩნდა ,რის შედეგადაც ევაკუატორზე მოთავსებული მანქანა დაიწვა.
როგორც ,,რეგიონულ კვირას ” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს , ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
,,ცეცხლი ევაკუატორს გაუჩნდა, რომელიც შემდგომ მანქანაზე გავრცელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკიდირებულია“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.