ფოთი-ურეკის სანაპირო ზოლზე წყალმცენარეების რაოდენობის მატების მიზეზს იკვლევენ

 ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ, ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები