სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სიღნაღის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული – ვ.დ . დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა.
გამოძიება სსსკ- ის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობდა.