გორში დუშეთის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში დუშეთის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

მათივე ცნობით, სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

“ქუჩის სიგრძე 187 მეტრია. პროექტის ღირებულება 99 997 ლარია. პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის მოწყობას, ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაციას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები