„ჩვენი მიზანია ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა“ – ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონებში ტურნეს განაგრძობს

ახალგაზრდობის სააგენტომ, რეგიონული ტურნეს – რეფორმის, “მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, რიგით მესამე შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამართა.

ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი – რეზო ჩარკვიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს- ალექსანდრე მოწერელიას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარესა და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში განმარტავს, აღნიშნული რეფორმის მიზანია, მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა. მისივე განმარტებით, მთავარი ამოცანები კი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდული საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებაა.

ცნობისთვის, ახალგაზრდული სააგენტოს რეგიონული ტურნე საქართველოს 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში შეხვედრას მოიცავს. შეხვედრა უკვე გაიმართა აჭარისა და გურიის რეგიონებში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები