თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციას მართავენ

ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოსთან – თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები მორიგ აქციას მართავენ. ისინი საზღვრის გახსნას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საზღვარს ყოველდღიურად კვეთდნენ და ანაზღაურებაც ყოველდღიური ჰქონდათ. ისინი ქემალ-ფაშას ტერიტორიაზე წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღაზიებში მუშაობდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო კი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ.

აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან შეხვედრას და პრობლემის დროულ მოგვარებას მოითხოვენ. მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე დასაქმებულებმა აქცია ბათუმში მეხუთედ გამართეს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები