დაბა ახალდაბაში ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „რეგიონულ კვირას” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის გზა დაიგება.
„ამჟამად, სპეც-ტექნიკის საშუალებით, გზის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩების კეთილმოწყობის პროცესს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ზაალიშვილი და მერის მოადგილე – ბუბა ბერიძე ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.