შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურაზე 1 500 000 ლარამდე დაიხარჯება

 

ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო გზების პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე პროცესს სოფელ ზედაყანაში, ჯაყელების უბანში შუახევის მერი – ფრიდონ ფუტკარაძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

“პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 9 141 ლარია. სამუშაოებს შპს ,, ნაციმციმელი ”აწარმოებს. სულ, მიმდინარე წელს შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურაზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 1.500 000 ლარამდე დაიხარჯება. მოეწყობა 18-კმ-მდე ბეტონის საფარი და 7 უბანში გაყვანილი იქნება ახალი სამანქანე გზა. მათ შორის, ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაციაზე 147 198 ლარამდე დაიხარჯება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები