ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში კვლავ 102 პირი რჩება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 8 ივლისის მონაცემებით, 102 პირი იმყოფება.თვითიზოლაციას კი რეგიონის მასშტაბით 14 მოქალაქე გადის, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, სულ ეპიდზედამხედველობა 2074 პირზე დამყარდა.

რაც შეეხება ანალიზებს, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 337 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკას, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნაობს.

ინფიცირებული 60 წლამდე მამაკაცი ე.წ. ტრაილერის კლასტერს წარმოადგენს. დადგენილია მისი ორი კონტაქტი, რომლებიც ანაკლიის საკარანტინე სივრცეში არიან მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები