მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, დედაზე ძალადობაა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მეზობლის მანქანით მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე კაცმა მამას და ბაბუას ყელი მძინარეებს გამოჭრა.

ადგილობრივები მუხრანში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი შესაძლოა, შურისძიება იყოს. მეზობლების განმარტებით, შვილიშვილმა ბაბუაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია, რასაც არაოფიციალური ინფორმაციით, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

„პირადი საქმეები ჰქონდათ მაგათ. „სტრანნი“ ისტორია აქვთ,“- აცხადებს „კურიერთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო მკვლელობის მიზეზი დედაზე სექსუალური ძალადობა, ადგილობრივი ამბობს, რომ „იყო“.

„კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა,“ – თქვა ადგილობრივმა.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა, მკვლელობისთვის ნასამართლევია და ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მან ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა.

როგორც “რეგიონულ კვირას”  შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები