სოფელ ნაფარეულში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, რეაბილიტაციის შედეგად, 554 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

“პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 461 260 ლარით ფინანსდება.  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული “საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი” ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები