წინანდალში, სასტუმრო “რედისონში” ხანძარი ლოკალიზებულია
წინანდალში, სასტუმრო “რედისონში” ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამოც, შენობაში მყოფი პერსონალის და დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
სასტუმროში ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა, ცეცხლი მეოთხე სართულზე ერთ ნომერში გაჩნდა, რის შემდეგაც მეხუთე სართულზე გავრცელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.