ქუთაისის ახალ ინფექციურში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ განმეორებითი ანალიზი ორჯერ აუღეს და ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს. ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 48 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი რჩება მოთავსებული. უკვე ერთი თვეა იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები