ბორჯომში საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი მოეკიდა
ბორჯომში ხანძარი გაჩნდა. ჩარხისწყალზე, ნიკოლაძის ქუჩის პირველ შესახვევში ცეცხლი პურის საცხობს გაუჩნდა, საიდანაც მალევე ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზეც გადავიდა.
ხანძრის ლოკალიზებაში ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო სამსახურთან ერთად ახალციხისა და ხაშურის სახანძრო-სამაშველეო ბრიგადებიც ჩართვნენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივები უყვებიან, ხანძარი პირველად მოსახლეობამ შენიშნა და სახანძროში თავად დარეკეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.