წნორში, ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი 2 პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.