ამერიკის ელჩმა ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმი მოინახულა
შიდა ქართლში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო ზოლთან სოფელ ერგნეთში იმყოფებოდა და აგვისტოს ომის მეუზეუმი მოინახულა. მუზეუმის დამფუძვნებლის, ლია ჩლაჩიძის განცხადებით, ელჩი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო.
“დიდი სტუმრიანობა გვქონდა დღეს ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმში.
ამერიკის ელჩი საქართველოში ქალბატონი კელი დეგნანი გვესტუმრა.
დიდი გულისყურით დაათვალიერა, ინტერესით მოისმინა ადამიანური ისტორიები. ცრემლიც მოადგა თვალზე. მოკლედ თავშეკავებულად აღფრთოვანებული დარჩა. ვისაუბრეთ არაფორმალურ ვითარებაში…გავაცანით ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლების პრობლემების შესახებ.
მივაწოდეთ სწორი მესიჯები…
ჟოლოს და ალუბლის ნამცხვარიც ძალიან მოეწონა. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოგვივიდა. დაგვემშვიდობა მომავალი შეხვედრის სურვილით!”,- განაცხადა ლია ჩლაჩიძემ