სურამში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ილია ქურდაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.
ილია ქურდაძეს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლს კოდექსის 11-ე პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 13-17 წლამდე ითვალისწინებს.