სოფელ ჯორჯიაშვილისა და ბოგვის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, ორი სოფლის მოსახლეობის, ჯამში, 1500-მდე ბენეფიციარის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სატუმბი სადგური, საქლორატორო ნაგებობა, რეზერვიუარი, ბიოფილტრი და სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება და წყლის მიყვანა თითოეულ მოსახლემდე, რომლის ღირებულებაც 2 466 323 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სოფლების მოსახლეობის ძირითად პრობლემას წლების განმავლობაში სასმელი წყლის მიწოდება წარმოადგენდა, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით.
სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს, ოქტომბრის ბოლოს დასრულება.